“20 წელიწადში პოსტსაბჭოთა სივრცეში ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ვიქნებით, ახლაც ვართ ლიდერები” – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა დარწმუნებულია, რომ ე.წ. რესპუბლიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი გახდება.

ამის შესახებ მან Solovyov Live-ის ეთერში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა 10-15-20 წელიწადში შეძლებს შექმნას სერიოზული პირობები, რომ გახდეს რეგიონული მნიშვნელობის ტურისტული, ეკონომიკური კლასტერი. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ტურიზმის სფეროში ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ლიდერი. ახლა ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები