“ვაფინანსებთ დამოუკიდებელ მედიას, მაგრამ ხელისუფლებაზე ხშირად უსამართლოდ საუბრობენ, საჭიროა კანონის გამკაცრება” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა, ე.წ.პარლამენტმა “ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ კანონი” მიიღოს.

პრესკონფერენციაზე ბჟანიამ ისაუბრა იმ კანონპროექტზე, რომელიც ე.წ. პარლამენტმა არ მიიღო და ეხებოდა „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ბჟანია არ ეთანხმება მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

„უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და პრევენციული ზომები არასდროს იქნება ზედმეტი. არ ვიცი, ვის ეშინოდა და რატომ. შეიძლება თუ არა, აფხაზეთის ხელისუფლების სისტემა დავახასიათოთ, როგორც რეპრესიული? განა ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ლაპარაკობენ, რაც უნდათ და სადაც უნდათ, და შეურაცხყოფას აყენებენ, ვისაც უნდათ? ვის ჩამოერთვა აზრის გამოთქმის უფლება? როდის იყო ეს, მითხარით. ბიუჯეტში გვაქვს მუხლი და ვაფინანსებთ დამოუკიდებელ მედიას. ასეთი რამ ევროპაში და რუსეთშიც არ არის და ჩვენ ვაფინანსებთ დამოუკიდებელ მედიას. მაგრამ თავიანთ ტელეარხებზე ხელისუფლებაზე ძალიან არასასიამოვნოდ და უსამართლოდ საუბრობენ, ხშირად იტყუებიან. ვიღაც წერს იმას, რაც თავში მოუვა და ამბობს ვიღაცაზე, რომ ის ფსიქიკურად დაავადებულია და მისი შეხება არ შეიძლებაო. განა გვაქვს ასეთი პრობლემა? ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, რომ ჩვენს პარლამენტს მიეღო კანონი ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ. კარგია, როდესაც ამბობენ იმას, რაც არ არსებობს? ვფიქრობ, არა”, – თქვა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები