ოკუპირებული აფხაზეთი ბელარუსს ღვინით მოამარაგებს, მინსკი კი სოხუმს – რძის პროდუქტებით და სხვა საქონლით – შეთანხმება

ოკუპირებული აფხაზეთი ბელარუსში ღვინოს ექსპორტს განახორციელებს, შესაბამისი შეთანხმება გასულ კვირა ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე იქნა მიღწეული.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ტელეკომპანია „რუსეთი 24“-ის ეთერში მოლაპარაკებების შედეგების კომენტირებისას თქვა.

„ჩვენი ბიზნესსუბიექტები უკვე აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს ბელარუსის რესპუბლიკაში აფხაზური ღვინის მიწოდების თაობაზე. განიხილება სხვა სასაქონლო პროდუქციაც, რომელიც იწარმოება აფხაზეთში. მეორე მხრივ, ბელარუსული საქონელი, ეს არის რძის პროდუქტები და ყველაზე ფართო სპექტრის სხვა სასაქონლო პროდუქცია, რომელიც მიეწოდება აფხაზეთის რესპუბლიკას“, – განაცხადა არძინბამ.

მან დასძინა, რომ “სოხუმი და მინსკი ტურიზმის სფეროში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას განიხილავენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები