ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა

ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე ლიფტი მე-12 სართულიდან მოწყდა და მეოთხე სართულზე გაიჭედა.

ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ისინი დაშავებულები არ არიან.

როგორც 14-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები