დე–ფაქტო აფხაზეთი ბელორუსიის პარლამენტს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს
დე–ფაქტო აფხაზეთის პარლამენტი ბელორუსიის პარლამენტს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
„აფხაზეთის პარლამენტი, მიმართავს ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალურ კრებას „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღიარების“ თხოვნით. მივმართავთ ბელორუსის ნაციონალური კრების თავმჯდომარეს ანატოლი რუბინოვს! გთხოვთ განიხილოთ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართვა „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ“, – ნათქვამია მიმართვის წერილში.