გელა ნიკოლაიშვილი: დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს სააკაშვილთან დაკავშირებით თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც იყო საკამათო

დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს თავიანთი ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა, რაზეც ხელს აწერდნენ. ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც ასე თუ ისე იყო საკამათო. მაგალითად, საკვების მიღებასთან, წონის კლებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელი მხარეა სწორი.

მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ არასწორად გამოვიდა შიმშილობიდან, ზედმეტ საკვებს იღებდა, თუმცა შემდეგ წონამ მოიმატა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მათ აქვთ თავიანთი პოზიცია და ამ პოზიციებზე უნდა იდავონ. უნდა წარმოჩნდეს მეორე მხარის პოზიცია, ასევე სამედიცინო ექსპერტის. დაცვის მხარის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ამ კვირაში მათი მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან ალბათ ჩვენი მოწმეების დაკითხვა დაიწყება. თუ რაიმე წინააღმდეგობა არის, და რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები ორივე მხარის დასკვნებს შორის, აქ მეორე მხარის ექსპერტებსაც უნდა დავუსვათ კითხვა. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვიტყვით, დაცვის მხარე თავის სიტყვას იტყვის და საბოლოო ჯამში, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელი მხარეა სწორი“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები