აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახლის ეზოში აფეთქება მოხდა
სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბატალ ტაბაღუას სახლის ეზოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, რაულ ლოლუას განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ჯერ უცნობია.
24 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში “ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები” გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოთხი კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშიბა და მერაბ ქიშმარია.