რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობები ზედმეტად მიაჩნია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა მხარს უჭერს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა მას ზედმეტად მიაჩნია აფხაზეთის რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობები.
“მე ზუსტად არ ვიცი, რა სახის ასოცირებულ ურთიერთობებზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრირებულ პროცესებზე, რომელიც სოხუმსა და მოსკოვს შორის უსაფრთხოების სფეროში უფრო მეტ თანამშრომლობას მოიცავს. ასევე სასაზღვრო ურთიერთობების გაძლიერებასა და ეკონომიკურ-სოციალურ თანამშრომლობას შეეხება”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
რაულ ხაჯიმბამ საინფორმაციო საშუალებებთან საუბრის დროს განაცხადა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შედეგად, აფხაზეთმა სამხრეთ საზღვარი უნდა გაამაგროს და რუსეთთან ინტეგრაცია გააძლიეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები