შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა მომდევნო კვირაში დასრულდეს

პენიტენციურ სამსახურს თუ უნდოდა სამხარაულის ექსპერტიზის დანიშვნა, წელიწადი და ოთხი თვეა, ის პატიმრობაშია, ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რამენაირად არ გაუშვან სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა მომდევნო კვირაში დასრულდეს.

„მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე ამ შემთხვევაში „ნიჩიას“ გაითამაშებს და დააკმაყოფილებს, თუმცა ამის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არის. შემდეგ პროცესზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ კვირაში 3 პროცესი დაინიშნა, დაცვის მხარე არ გამოვრიცხავთ, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვები დავამთავროთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები