მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 30 იანვარს გაიმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 30 იანვარს, 1-ელ თებერვალს და 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოსამართლის განცხადებით, სხდომები – 30 იანვარს 11:00-ზე, 1-ელ თებერვალს 12:30-ზე და 3 თებერვალს 11:00 სთ-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა დაიკითხა.