ამ წუთებში საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს.
იკითხებიან თვითმხილველები, მათ შორის, ე.წ. “ოქროს მოწმე” – თავდამსხმელის შვილიც.
ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სამხედრომ მეზობლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, შვილმა სახლიდან გამოსვლა და სხვების გაფრთხილება შეძლო, მან მეზობლებს უთხრა, რომ ბინაში იყო ასაფეთქებელი ნივთიერებაც.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.
ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.