სტრასბურგის სასამართლო დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამ განაჩენით დადგინდება იყო თუ არა სპეცოპერაციის დროს გამოყენებული არაპროპორციული ძალა.
თუ სასამართლო დაადასტურებს რომ სახელმწიფომ სიცოცხლის უფლება ვერ დაიცვა გამოძიება თავიდან უნდა ჩატარდეს.
“ჩვენ მივმართეთ სასამართლოს იმიტომ, რომ უკვე მივხვდით, რომ ამ ბინძურ სისტემასთან არაფერი გამოგვივიდოდა. სტრასბურგი თავის ვერდიქტს გამოიტანს და იტყვის, რომ ეს იყო დანაშაული, არ იყო არც გამოძიება ჩატარებული, ამათ მოუწევთ, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უნდა დასჯილიყვნენ პირველი დღიდან”,- თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.
შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა.