საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების საქმის მორიგი პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების საქმის მორიგი პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვა ფინალურ ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ საზღვრის გადაკვეთის დოკუმენტები წარადგინა და თქვა, რომ დაზარალებულებთან დაკავშირება ვერ შეძლო, კაკულიების ადვოკატებმა კი დრო ითხოვეს.
როგორც ცნობილია, დაზარალებულები – ქურთიაშვილი და კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში არ იმყოფებიან.
სავარაუდოდ, სწორედ, მომდევნო სხდომაზე გადაწყდება, შეძლებენ თუ არა უფლებადამცველები პროცესზე დაზარალებულების დისტანციურად ჩართვას.