ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობა“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის სავარაუდოდ გამოიყენებს ყველა იმ აპრობირებულ მეთოდს, კანონს მიღმა ქცევას, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” შიდაპარტიული არჩევნებისთვის სავარაუდოდ, მათთვის დამახასიათებელ ხელწერას გამოიყენებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის სავარაუდოდ გამოიყენებს ყველა იმ აპრობირებულ მეთოდს, კანონს მიღმა ქცევას, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ქვეყნის მასშტაბით არჩევნებს ლეგიტიმური ხელისუფლება ატარებს და ლეგიტიმური ხელისუფლება გახლავთ ხალხის მიერ არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამიტომ ეს ადამიანები იმ ხელწერას, რომელიც მათ ახასიათებთ, გამოიყენებენ შიდაპარტიული არჩევნებისთვის, რაც იქნება კიდევ ერთხელ ჩვენთვის, ყველასთვის, ხალხისთვის შეხსენება, რა ხელწერის მატარებლები არიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები