ვაზისუბანში მომხდარ ტრაგდიაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზისუბანში ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დღეს ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ცოლ-ქმარი ჩავარდა და ორივე ადგილზე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები