საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 13 იანვარს 9 მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებული მსჯავრდებულები სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.