სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „ტოიოტა რავ 4“-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.