მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები