თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქოში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და “ნაცმოძრაობის” წევრები არიან შეკრებილები და სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.