მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები