პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრე შეყელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

მოსამართლემ საქმის პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

შეგახსენებთ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე შეყელაძე 8 იანვარს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები