შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილს სხვადასხვა მძიმე დაავადება აქვს

შემოვიდა აბსოლუტურად ჯანსაღი და დღეს რა მდგომარეობაშიც არის, ყველა ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს სხვადასხვა მძიმე დაავადება, მათ შორის კი, დემენცია აქვს.

„გულყრების ეპიზოდებს არ აღიარებენ, მაგრამ ჩვენ ველოდებით, 14-ში უნდა გადმოგვეცეს ვიდეომასალები. ყველამ იცის, როდესაც ექსპერტიზა ტარდება, სტანდარტი არის მარტივი, სვამს დიაგნოზს და შეფასებას აკეთებს იმ პერიოდისას, რა პერიოდშიც ეკითხები. ჩვენი კითხვა ასეთია, როგორია მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას აქვს სხვადასხვა მძიმე დაავადება, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი არის დემენცია, ეს შეფასება მისცეს. რა თქმა უნდა, ამ კვლევებში გათვალისწინებული იქნა მისი წარსული, ბავშვობის პერიოდი. დაავიწყდათ მაგ კითხვის დამსმელებს, რომ წინა პროცესზე დაისვა ბატონ გოლდსმიტთან საკითხი, მან თქვა, რომ ესაუბრა ბიძამისს, დედამისს. იქ ბავშვობაზეც იყო საუბარი და აღნიშნულია ამის შესახებ ექსპერტის დასკვნაში. ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, შემოვიდა ეს ადამიანი აბსოლუტურად ჯანსაღი. ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი არასდროს ყოფილა. შემოვიდა აბსოლუტურად ჯანსაღი და დღეს რა მდგომარეობაშიც არის, ყველა ვხედავთ. ამიტომ, ეს მხარის ცალსახა მიკერძოებული განცხადებაა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები