გელა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექსპერტის დაკითხვის შედეგად მის დასკვნასა და ჩვენებებს შორის რიგი შეუსაბამობები დაფიქსირდა

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი ნევროლოგის დაკითხვის შედეგად მის დასკვნასა და ჩვენებებს შორის რიგი შეუსაბამობები იყო.

„დღევანდელი ექსპერტის დაკითხვამაც დაადასტურა, რომ მთელი რიგი შეუსაბამობები, უზუსტობები დაფიქსირდა მის დასკვნასა და ჩვენებებს შორის. როდესაც ლაპარაკია გულყრებზე, კრუნჩხვებზე, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სააკაშვილის მიერ ექიმებისთვის ნათქვამის ან ექიმების ნათქვამის საფუძველზეა ჩაწერილი სამედიცინო ისტორიაში. პაციენტმა განაცხადა, რომ მე მქონდა თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, გულყრაო. ერთი ადამიანიც არ არსებობს, რომელიც პირადად ნახავდა ამ ფაქტს. გარდა ამისა, როდესაც ექსპერტი საუბრობდა, რომ ეპილეფსიასთან დაკავშირებული რაღაც დაავადებები აქვს, თქვა, რომ ეპილეფსია აქვს, ამის შესახებ დასკვნაში ფაქტობრივად არაფერი ეწერა. კითხვაზე, აქვს თუ არა ეპილეფსია, მან განაცხადა – დიახ, ეს არის ეპილეფსიის ნიშნები და დაადასტურა, რომ მას აქვს ეპილეფსია.

მან აშკარად გამოავლინა უცოდინარობა იმისა, რა დაავადებები აწუხებდა სააკაშვილს დაპატიმრებამდე და ყველა მისი დაავადება დაუკავშირა დაავადებების შემდგომ პერიოდს. ის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა, ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, იმავე დღეში ორ ბოთლ კონიაკს აყოლებდა. ეს ჰოლანდიელმა ექსპერტმა დაადასტურა. რა კავშირია სასმელსა და მის დაავადებებს შორის? აბსოლუტურად ყველაფერს აქვს კავშირი, როდესაც ნერვოლოგიაზე, სტრესზეა ლაპარაკი. ექიმები სწავლობენ ყველა ფაქტს, ბავშვობიდან მოყოლებული, რა სტრესი აქვს გადატანილი. სწავლობენ, აფასებენ და აქედან გამომდინარე გამოაქვთ დასკვნები. ექსპერტი წინაპერიოდების შესახებ ახლა იგებდა. ბოლოს იძულებული იყო, აღენიშნა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების პარალელურად ორი ბოთლი კონიაკის დალევა ნორმალური არ არის და მას სხვადასხვა დაავადება აწუხებდა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები