თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მათ აქვთ ბანერები წარწერებით: “თავისუფლებას მიშას”, “გადავარჩინოთ მიშა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები