თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.