თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში მკვლელობა მოხდა. მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე შეყელაძე. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი გიორგი მღებრიშვილია, რომელიც პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები