ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, გუშინ საღამოს დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები