ლიზა ქისტაურის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა

ბელგიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ აცნობეს.

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ, 5 იანვარს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები