გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო მანქანას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.