ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა გორგასალის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მანქანის პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც დაზარალებული სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.