საბერძნეთში 23 წლის ქართველმა 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა განახორციელა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთში, სალონიკში, 23 წლის ქართველმა 2 საათში 8 შეიარაღებული ძარცვა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ბერძნული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 1999 წელს დაბადებული მამაკაცი ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.

23 წლის ქართველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის: ქურდობა, ძარცვის მცდელობა, დაუმორჩილებლობა, იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები