გია გაჩეჩილაძის სიძე – ვანო მერაბიშვილზე: თუ ეყოფა გამბედაობა, თვითონ თქვას დაპირისპირების მიზეზი

“პირდაპირ გეუბნებით, თუ ეყოფა გამბედაობა, თვითონ თქვას დაპირისპირების მიზეზი, მე არ ვაპირებ”, – ამის შესახებ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიორგი შარაშიძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

შარაშიძის თქმით, მერაბიშვილთან დაპირისპირება თავად დაიწყო.

„მე დავიწყე. კი, ფიზიკურად დავუპირისპირდი, იმედი მაქვს თვითონ ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის რაზე დაიწყო დაპირისპირება…“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები