ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გია გაჩეჩილაძის სიძე მივიდა
შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე მივიდა. ის უწყებაში ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილთან ერთად გამოცხადდა.
“ჩვენებას მივცემ და ყველა ყველაფერს გაიგებთ”,- აღნიშნა შარაშიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.