გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
გიორგი შარაშიძე, რომელიც შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, გამოკითხვაზე დაიბარეს. შარაშიძე საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გამოცხადდება.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.