აშშ-ში უამინდობის გამო ავიაკომპანიები რეისებს აუქმებენ, ან მათი გადავადება ხდება.
FlightAware-ის თანახმად, დღეს სულ 4,117 ფრენაა გადადებული.
მაგალითად, Southwest Airlines-მა უკვე 2800-ზე მეტი ავიარეისი გააუქმა, ანუ განრიგის 70%-ზე მეტი.
Southwest Airlines-ში აცხადებენ, რომ სამშაბათს და ოთხშაბათს განრიგის მხოლოდ 1/3-ს შესრულდება.
როგორც The Wall Street Journal-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბობ ჯორდანმა განუცხადა „მძიმე დღე გვაქვს. დიდი ალბათობით, ხვალ კიდევ ერთი მძიმე დღე გვექნება”.