დადგენილია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მონაწილე იმ პირის ვინაობა, ვინც სასიგნალო იარაღიდან ისვრის, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია თუ როგორ ისვრის, სავარაუდოდ, სასიგნალო პისტოლეტიდან საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომანქანაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე. ვიდეო აჭარაშია გადაღებული.

“კვირას” ინფორმაციით, ვიდეოში ასახულ კანონდარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო და დაადგინა იმ მძღოლის ვინაობაც, ვინც იარაღიდან გასროლა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები