სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 29 დეკემბრამდე გადაიდო
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გადაიდო.
მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, შუამდგომლობის განხილვის ვადაში შეზღუდულები არ არიან, შესაბამისად, მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება ერთ ან ორ პროცესში მოხდება.
შემდეგი სასამართლო პროცესი კვლავ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.