სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იკითხება. ის სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაზე აძლევს ჩვენებას.

მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დღეს კლინიკა „ვივამედიდან” დისტანციურად ჩაერთო. თუმცა, მოგვიანებით, როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სააკაშვილი ცუდად გახდა, რის გამოც, ის პროცესს აღარ ესწრება.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები