ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ერთი პირი დარბაზიდან გააძევა და დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ სასამართლო დარბაზიდან ერთი პირი დააჯარიმა და გააძევა.
დარბაზში მსხდომების უკმაყოფილება მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ის მიხეილ სააკაშვილს პროცესზე ჩართვის შესაძლებლობას აღარ მისცემდა, თუ ის უკრაინულ ენაზე გააგრძელებდა საუბარს.
მოსამართლემ დარეჯან ცქვიტარია წესრიგის დარღვევის გამო, სხდომიდან ჯერ გააძევა, თუმცა რეპლიკების გაგრძელების შემდეგ, ის მოსამართლემ 200 ლარითაც დააჯარიმა.