სასამართლოში სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას დისტანციურად ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები