სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
დღეს გახდება ცნობილი გათავისუფლდება ან გადაუვადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი – სასამართლო საკითხზე 11:00 საათზე იმსჯელებს.
სხდომაზე მოსამართლე ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავს. მიზეზად დაცვის მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტთა დასკვნას ასახელებს.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ამჯერად არ გადაიდება პროცესი და მიხეილ სააკაშვილსაც მიეცემა საშუალება, სხდომაზე კლინიკიდან, ონლაინრეჟიმში ჩაერთოს.
“სასამართლო პროცესზე გავიგებთ გვაღირსებს თუ არა პენიტენციური სააკაშვილის ჩართვას. იქნება ჩემი შესავალი სიტყვა, სადაც ძირითად მოთხოვნებს გავაჟღერებთ, შემდეგ დაიწყება მოწმეების დაკითხვა, დაიკითხება ბატონი სმიტი დისტანციურად – ტოქსიკოლოგი, შემდეგ ბატონი გოლდსმიტი – ფსიქიატრი, შემდეგ ნევროლოგი – ქალბატონი თამარ აბაშიძე.
მოწმეების დაკითხვა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ისინი გამოიკითხებიან იმ დასკვნების ირგვლივ, რა დასკვნებიც გასცეს,” – თქვა ხაჭაპურიძემ.
დღევანდელ პროცესზე უფლებადამცველი სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართავს, ანასთან, დაიკითხებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები.