თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ძმები კაკულიების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ამასთან, დაიკითხებიან მოწმეები, თუმცა მათი ვინაობა ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

ძმების უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ დღემდე გამოკითხული მოწმეები და საქმეში არსებული მტკიცებულებები კაკულიების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.

“ჩვენ დავკითხეთ ათეულობით მოწმე, რომელთა ჩვენებებითაც მე შემიძლია ვთქვა, რომ დასტურდება დაცვის მხარის პოზიცია და სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალში არ არიან დამნაშავეები. ექსპერტებმა მოგვცეს ძალიან საინტერესო დასკვნები, რომელთა შეფასებისას სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მე ვფიქრობ, იქნება უპირატესი,“ – ამბობს მარიამ შათირიშვილი.

შეგახსენებთ, გუგა და დავით კაკულიები არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში არიან ბრალდებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები