ქვემო ქართლის რეგიონში 60 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი და მისი მოადგილე, პავლე გამყრელიძე ქვემო ქართლის რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

ქვემო ქართლის რეგიონში 2022 წელს, 22 პროექტი მიმდინარეობდა, რომელთა საერთო ღირებულება 114.3 მლნ. ლარია, საიდანაც დასრულდა 11 პროექტი, რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 2 ხიდის რეაბილიტაცია, 1 ნაპირსამაგრი და 1 სტიქიის პრევენციისა და ლიკვიდაციის პროექტი. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთს, თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის 5.4 კმ-იან მონაკვეთს, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას და შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იან მონაკვეთს.

აქტიურად გრძელდება სამუშაოები დანარჩენ პროექტებზე და მათი რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულება. მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთი და იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები