“თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება” – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი, ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

“თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი  ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთს გაგრძელდება.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი (“ახმეტელის თეატრი” – “ვარკეთილი”) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები