ვიქტორ წილოსანი: ჯერ მგზავრებს ის კომფორტი არ აქვთ, რაც დაგეგმილი გვაქვს და რასაც სატრანსპორტო რეფორმის შედეგად უნდა მივაღწიოთ

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ჯერ მგზავრებს ის კომფორტი არ აქვთ, რაც თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს და რაც სატრანსპორტო რეფორმის შედეგად უნდა იქნეს მიღწეული.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, უახლოეს მომავალში მგზავრებს უფრო კომფორტულად გადაადგილება შეეძლებათ.

“თუ პანდემიის პერიოდს გამოვაკლებთ, მუნიციპალიტეტმა სამ წელიწადში შეძლო ის, რაც სხვა ქალაქებს ათწლეულები დასჭირდათ. ჩვენ 60%-ით გავზარდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეფესითი, ასევე, შევამცირეთ 28 წუთიდან 18 წუთამდე მოლოდინის დრო, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

ჯერ მგზავრებს ის კომფორტი არ აქვთ, რაც დაგეგმილი გვაქვს და რასაც რეფორმის შედეგად უნდა მივაღწიოთ. ჩვენ გვაქვს 13 დერეფანი, რომელიც პრობლემურია და რის გამოც, პიკურ პერიოდში ავტობუსები 40 % ვერ ასრულებენ. რის შედეგადაც დაახლოებით 100 ათას მგზავრს ვერ ვემსახურებით. 2023 წელს ეს 13 დერეფანი დასრულდება და შესაბამისად მგზავრებს უფრო კომფორტულად გადაადგილება შეეძლებათ და დაახლოებით 5-ჯერ შემცირდება მოლოდინის დროები“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები