ყურზე მოქაჩვა, სახაზავის დარტყმა და მათრახით ცემა – ამერიკული სკოლები 100 წლის წინ

100 წლის წინ სკოლაში მოსახვედრად ბავშვები მართლაც გადიოდნენ თოვლში 5 კილომეტრს. შემოდგომასა და გაზაფხულზე კი საერთოდ წყვეტდნენ სკოლაში სიარულს. მხოლოდ მცირედი პროცენტი აღწევდა მაღალ კლასებამდე. ქალაქების უმრავლესობაში სკოლები ხანდახან გაყოფილი იყო გოგოებისთვის და ბიჭებისთვის. აშშ-ში ამასთანავე მოქმედებდა რასობრივი სეგრეგაციის პოლიტიკა, ამიტომ სასწავლო დაწესებულებები ფერადკანიანთათვის ცალკე არსებობდა. სოფლების სკოლებში იმდენად ცოტა მოსწავლე იყო, რომ იქ გოგოები და ბიჭები ერთად სწავლობდნენ, თანაც ერთ ოთახში, ერთსა და იმავე მასწავლებელთან ერთდროულად სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ისხდნენ. მხოლოდ დავალებები იყო სხვადასხვა.

ამასთანავე, კლასებში იყენებდნენ ფიზიკური დასჯის ზომებსაც: ცუდი მოსწავლისთვის შესაძლოა ყურზე მოექაჩათ, სახაზავი დაერტყათ ხელებზე ან მათრახით ეცემათ.

მაშინ ცარცით ფიქალის დაფაზე წერდნენ. სადილი სკოლებში ცხადია, არ არსებობდა. ვისაც შეეძლო, თან მიჰქონდა სახლიდან საჭმელი. ფერადკანიანთა სკოლებში სწავლა 121 დღეს გრძელდებოდა, ცხადია მოსწავლეების დასწრების აღრიცხვას არავინ აწარმოებდა. გაკვეთილების შემდეგ ბავშვები მშობლებს ეხმარებოდნენ სახლის საქმეებში, მუშაობდნენ მათთან ერთად  – მინდორში, შახტში ან ფაბრიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები