არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილზე: რაც უფრო მეტად ხდება პოლიტიზება მისი ჯანმრთელობის საკითხების, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ გაუწიონ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განეკუთვნება ცალსახად ექიმების და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციას და ვფიქრობ, მხოლოდ დამაზიანებელია, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო მეტად ხდება პოლიტიზება მისი ჯანმრთელობის საკითხების, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ გაუწიონ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება.
“დღის წესრიგში რჩება ორი შეკითხვა, რომელიც არაერთხელ დაისვა და დღემდე პასუხგაუცემელია: კერძოდ, რა არის ის დიაგნოზები და დაავადებები, რომელსაც სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ ქართველი და უცხოელი ექიმები, ვინც ჩართულნი არიან სააკაშვილის მკურნალობის პროცესში და თანამშრომლობს თუ არა ის ექიმებთან თავის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასრულებს თუ არა იმ რეკომენდაციებს და დანიშნულებას, რაც აქვს ექიმების მხრიდან. ამ ორ შეკითხვაზე ჩვენ დღემდე მისი დაცვის მხარის მხრიდან პასუხები არ გვაქვს და არც თანხმობა და ნებართვა არ არის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასაჯაროვდეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.