ლაგოდეხსა და პანკისის ხეობის მთებში ხანძარია
კახეთში ხანძრის ორი კერაა. ცეცხლი ლაგოდეხსა და პანკისის ხეობის მთებში გაჩნდა. რას უკიდია ცეცხლი და რა ფართობზეა გავრცელებული – უცნობია, რადგან ხანძრის კერები უახლოესი სოფლებიდან მოშორებით არის.
“კვირას” ინფორმაციით, ლაგოდეხის ხანძრის კერის მიმართულებით უკვე გასულია სახანძრო ჯგუფი. რაც შეეხება პანკისს, ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.