სასწრაფოდ: გუდაურის სასტუმროში ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. პორტალ “კვირის“ ინფორმაციით, ის  უკრაინის მოქალაქეა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კონკრეტულად კი ასთმა აწუხებდა და გუდაურში ხშირად ისვენებდა. ტურისტის გარდაცვალების ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები