თურქეთი ქვეყნის ტერიტორიაზე აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო უბნის გახსნას არ დაუშვებს

   თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო უბნის გახსნას არ დაუშვებს. ოფიციალური ანკარა ემიჯნება და კატეგორიულად უარყოფს თვითაღიარებული მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი თურქეთში იხსნება. მანამდე კი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა გამოაცხადა, რომ თავად გადაწყვიტა გახსნას უბნები იმ სახელმწიფოებში, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები